აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, პარლამენტს წრე შემოარტყეს და „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს.
პროტესტის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” "არა რუსულ კანონს!"
აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.